თანამედროვე წარმოების მართვის ტექნოლოგია
ყოველი ახალი ტექნოლოგია, დღეს მთელი დაკვირვებით განიხილება იმ პრიზმაში, რომლითაც შესაძლოა ამოვხსნათ მისი ბიზნესთან დაკავშირებული ამოცანები , რომელსაც მისი ეფექტური შესაძლებლობების ჭრილში გავითვალისწინებთ.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინებულ იქნეს კომპანიის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და რესურსების საკმარისი კონცენტრირება, რომელიც გამოავლინებს ბიზნესის ძირითად ასპექტებს.
ამისათვის საჭიროა იქონიო რეალური და მთლიანი ხედვა იმ სურათისა რომელიც წარმოების ყველა სფეროს ძირითად ფაქტორებს ასახავს, რომლითაც იქმნება გრძელვადიანი კონკურენტუნარიანი უპირატესობა და იქმნება კომპანიის მიმართ ინვესტირების ზრდის მომხიბვლებლობა, იქმნება წარმოების ყველა პოტენციური რესურსის ოპტიმალურ-სტრატეგიული მართვა.
ხელმძღვანელებმა ნებისმიერ დროს უნდა იცოდნენ, როგორი რესურსებით სარგებლობენ (განაგებენ), რამდენად ეფექტურად გამოიყენება აღნიშნული რესურსები, რა მოგება მოაქვთ მათ. მთავარია და მნიშვნელოვანია გამოვლინდეს და განვითარდეს ძირეული (მთავარი) რესურსული შესაძლებლობები. ხოლო დამხმარე და/ან არარენტაბელური რესურსების გამოყენებას ესაჭიროება რაციონალურად მიდგომა. მაგალითად ასეთი რესურსების მართვის დელეგირება საქმიან პარტნიორებზე ან მათი არენდირება სხვა მიმწოდებლებზე.
თუმცა მხოლოდ საწარმოს შიდა რესურსების მართვა, თუნდაც მაქსიმალური ეფექტურობის ხარისხით, ვერ გადაჭრის ყველა პრობლებას. ინტეგრირებული პროცესების გაძლიერებას საქმიან სამყაროში, მივყავართ იქამდე, რომ კომპანიები დღეს ჩაგრულები არიან ფართო (საერთო) ეკოსისტემაში, რომელიც აერთიანებს საწარმოების (ბიზნესების), ყველა საქმიანი პარტნიორების, კლიენტების, ასევე აქციონერების, პოტენციური ინვესტორების და სხვა დაინტერესებული პირების შინაგან (შიდა) სფეროს. რის კვალობაზეც წარმოებისათვის მნიშვნელოვანია მოახდინონ თავიანთი ბიზნეს-გარემოს ოპტომალური საორგანიზაციო საზღვრების ფორმირება და ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით მართვის საფუძვლებით, უზრუნველყოს, შიდა რესურსების ფართო არსენალის რენტაბელური გამოყენება. რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის ყველა მონაწილის ეფექტური თანამშრომლობა.
ჩვენ წარმოგიდგენთ კომპანიის რესურსების მართვის ეფექტურ ტექნოლოგიას, რომელმაც, შესაძლოა მაქსიმალურ ხარისხში ვერ დააკმაყოფილოს ყველა კომპანიის მოთხოვნილებები, მაგრამ იგი საფუძვლიანად დაეხმარება ყველა დაინტერესებულს, წარმატებით განავითაროს თავისი ბიზნესი.







პეკინის 34