MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

სი–ეს–ემ სერვისცენტრი

კომპანიის მომსახურებათა სპექტრი:
  • თუ თქვენი წლიური ბრუნვა არ აღემატება 300 000 ლარს, ჩვენი ლიცენზირებული, უმაღლესი კვალიფიკაციის აუდიტები , თქვენს კომპანიებს ჩაუტარებენ საგადასახადო შემოწმების ალტერნატიულ აუდიტორულ შემოწმებას.
    გაითვალისწინეთ, რომ ალტერნატიული აუდიტის აქტის საფუძველზე გამოვლენილ გადასახადებზე ჯარიმები არ დაგეკისრებათ (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწ.) ჩვენი აუდიტორული დასკვნის სისწორეს, ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ოდენობით, დააზღვევს სადაზღვევო კომპანია. გვერწმუნეთ, ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი პროგრესის შემადგენელი ელემენტია.
  • საწარმო ორგანიზაციების საბუღალტრო და საგადასახადო გაანგარიშებებისა და აღრიცხვის კვალიფიციური შესწავლა - რევიზია, შესაბამისი საკონსულტაციო დასკვნის გაცემის გათვალისწინებით, ასევე ბალანსებისა და დეკლარაციების შედგენა - აუდიტი.
  • საადვოკატო მომსახურება და იურიდიული კონსულტაცია სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე.
  • კონსულტაციები ბიზნესის სწორად წარმართვაში, ეფექტური სტრატეგიისა და ტაქტიკის, ორგანიზაციული სტრუქტურის, შიდა კონტროლის სისტემის და სხვა პროცედურების შემუშავებაში.
  • მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება.
  • ორგანიზაციებში საქმისწარმოების და დოკუმენტბრუნვის, ერთიანი წესების დანერგვა.
  • დადგენილი წესით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ კონსულტაციების გაწევა და სასაწყობო მეორნეობების მოწესრიგება.
  • ადვოკატებისათვის - იმ სასამართლო დავების შემთხვებში, სადაც განიხილება ფინანსური დარღვევები, (საქმეში არსებული სარევიზიო და საექპერტო აქტების მიმართებაში), მათი შესწავლა, სისწორისა და სარწმუნოების დადგენა და შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაციები.
  • საგადასახადო დავების (შემოწმების პროცესშივე), შემთხვევაში, გადამხდელის ინტერესების დაცვა და კვალიფიციური კონსულტაციები.
  • დაკვეთის შემთხვევაში, ნებისმიერ სასაქონლო სეგმენტზე, საქართველოში ბაზრის კონიუქტურის ანალიზი. (იმპორტის მოცულობა, საბითუმო და საცალო ფასები, ადგილობრივი წარმოების მონაცემები და სხვ.).
  • საქმინობათა სფეროების მიხედვით ბიზნეს-იდეებისა და ტექნოლოგიების შეთავაზება.
  • საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ბიზნეს-გეგმების, საგრანტო პროექტების და ყველანაირი ხელშეკრულებების მომზადება.
  • შემსყიდველი და მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, კვალიფიციური კონსულტაცია სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფაზე. შესყიდვებისა და ტენდერების წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
დ ა გ ვ ე კ ო ნ ტ ა ქ ტ ე თ !
იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები