"ინკოტერმსი"
საქონლის მიწოდების პირობები
ჯგუფი |
დასახელება |
შინაარსი |
"E"- ჯგუფი |
გადამყიდველი გადასცემს მყიდველს საქონელს გამყიდველის შენობაში |
|
EXW |
ფრანკო ქარხანა |
მაგ: "EXW-ჰამბურგი" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა საქონელს ძირითად ტრანსპორტზე (გემზე, ვაგონზე, თვითმფრინავში) დატვირთვის ადგილას და საბაჟო მოსაკრებლებიდან "განწმენდილს" გადასცემს გადამზიდველს ფრანკფურტში. (?) |
"F"- ჯგუფი |
|
გამყიდველი, კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულია მიიტანოს და გადასცეს მყიდველის მიერ დასახლებულ გადამზიდველს საქონელი მყიდველის მიერ დასახლებულ ადგილას. |
FCA |
ფრანკო გადამზიდავი |
მაგ: "FCA-ჰამბურგი" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა საქონელს ძირითად ტრანსპორტზე (გემზე, ვაგონზე, თვითმფრინავში) დატვირთვის ადგილამდე და საბაჟო მოსაკრებლებიდან "განწმენდილს" გადასცემს გადამზიდველს ფრანკფურტში. (?) |
FAS |
თავისუფალი გემბანის გასწვრივ |
მაგ: "FAS-ფოთის ნავსადგური" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა "განწმენდილ" ტვირთს მოზიდავს და განალაგებს ნაპირზე დაქქმული გემის გემბანის გასწვრივ, ფოთის ნავსადგურში. |
FOB |
ფრანკო გემბანი |
მაგ: "FOB-ფოთის" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა "განწმენდილ" ტვირთს, თავისი ხარჯით დატვირთავს ფოთის ნავსადგურში მითითებულ გემზე. |
"C"- ჯგუფი |
|
მყიდველი კონტრაქტით თავის თავზე იღებს საქონლის გადაზიდვას მყიდველის მიერ დათქმულ ადგილამდე. მაგრამ არ იღებს თავის თავზე რისკს ამ დროს საქონლის დაღუპვის, განადგურებისა თუ გაფუჭებისათვის, და არც ვალდებულებას გასწიოს დამატებითი ხარჯები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გაგზავნის შემდეგ მომხდარი მოვლენების გამო. |
CFR |
ღირებულება და ფრასტი |
მაგ: "CFR-ფოთი" ნიშნავს, რომ გამყიდველი იხდის გადაზიდვის ყველა ხარჯებს ფოთამდე, მაგრამ უარს ამბობს დაკარგვის, დაღუპვის, გაფუჭების რისკზე და წარმოქმნილ დამატებით ხარჯებზე იმ მომენტიდან, როცა საქონელი გადაკვეთს დატვირთვის ნავსადგურში გემის მოაჯირს. |
CIF |
ღირებულება, დაზღვევა და ფრასტი |
მაგ: "CIF-ფოთი" ნიშნავს, რომ გამყიდველი იხდის საქონლის ფოთამდე მიტანის ყველა ხარჯებს დაზღვევისა და სადაზღვევო პრემიის ჩავლით (ლაპარაკია მინიმალურ აუცილებელ დაზღვევაზე). |
CPT |
გადაზიდვა გადახდილია . . . მდე |
მაგ: "CPT-ფოთი" ნიშნავს, რომ გამყიდველმა ფოთს იქით მიმავალი, მაგალითად სომხეთში(?), ტვირთის ფრახტი გადაიხადა ფოთამდე, ტვირთს აბარებს მყიდველს სომხეთიდან ფოთში და ამით თავის მოვალეობას მოხდილად თვლის. |
CIP |
გადაზიდვა, დაზღვევა გადახდილია . . . მდე |
მაგ: "CIP-ფოთი" ნიშნავს, რომ დანიშნულ ადგილამდე ტვირთის მიტანისას გამყიდველი იხდის ფრახტთან ერთად დაზღვევის ფულსაც. |
"D"- ჯგუფი |
|
გამყიდველი კონტრაქტით თავის თავზე იღებს მთელ ხარჯებს და მიწოდების რისკს, გაგზავნის ადგილიდან მიწოდების ადგილამდე. |
DAF |
გადაზიდვა საზღვრამდე |
მაგ: "DAF-სარფი" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის ვალდებულებას შესრულებულად თვლის, როცა თავისი ხარჯით მიიტანს ტვირთს საზღვრამდე. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხრიდან. იგულისხმება გამშვები პუნქტის გადაულახავად. |
DES |
მიწოდება გემიდან |
მაგ: "DES-სარფი" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის ვალდებულებას შესრულებულად ჩათვალა, როცა საქონლით დატვირთული გემი მოაყენა ფოთს. გადმოტვირთვის და საბაჟო გადასახადების ხარჯი უნდა გაწიოს მყიდველმა. |
DEQ |
მიწოდება ნაპირზე |
მაგ: "DEQ-სარფი" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის ვალდებულებას შესრულებულად ჩავალა, როცა ტვირთს მიიტანს ფოთში, გადმოცლის ნაპირზე, გადაიხდის საბაჟო გადასახდელებს და ისე ჩააბარებს მყიდველს. |
DDU |
მიწოდება საბაჟო გადასახდელების გარეშე |
მაგ: "DDU-თბილისი" ნიშნავს, რომ გამყიდველმა თავის თავზე აიღო ყველა ხარჯები საქონლის თბილისში ჩამოტანამდე გარდა საბაჟო გაფორმებისა და გადასახადებისა თბილისის საბაჟო ტერმინალში. |
DDP |
მიწოდება საბაჟო გადასახდელების ჩათვლით |
მაგ: "DDP-თბილისი" ნიშნავს, რომ გამყიდველმა თავის თავზე აიღო ყველა ხარჯები საქონლის თბილისში ჩამოტანამდე გარდა(?) საბაჟო გაფორმებისა და გადასახადებისა თბილისის საბაჟო ტერმინალში. |







პეკინის 34