MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

მსოფლიოში გავრცელებული საფინანსო მაჩვენებლები

დღეს მსოფლიოს თანამედროვე საკონსულტაციო ფირმები სისტემატურად იყენებენ საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდგამოცდილ საფინანსო მაჩვენებლებს, რომელთა მეშვეობითაც საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ურომლისოდაც საკმაოდ დიდი იქნებოდა ალბათობა არასწორი გადაწყვეტილების მიღებისა. საფინანსო მაჩვენებლები იყოფა რამოდენიმე ჯგუფად, რომელთა გამოყენებით შესაძლებლობა გვექნება სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები.
ეს მაჩვენებლებია:

ლიკვიდობის კოეფიციენტი კაპიტალის
სტრუქტურის მაჩვენებელი (მდგრადობის
კოეფიციენტი) რენტაბელობის კოეფიციენტი
საქმიანი აქტივობის კოეფიციენტი

სანამ უშუალოდ მაჩველებლებზე გადავიდოდეთ, მინდა აღვნიშნო ერთი რამ:
ამ კოეფიციენტთა მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყნებში და დარგებში შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხომ არ შეიძლება აშშ-ში და საქართველოში ერთიდაიგივე მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელოთ. ამიტომ დადგენილიდან მცირეოდენი გადახრა დასაშვებად მიმაჩნია, ოღონდ თუ ეს გააზრებულად მოხდება და გათვალისწინებულ იქნება დარგისა და რეგიონის თავისაბურებები.
და მაინც, თუ შეიმჩნევა ამ კოეფიციენტებიდან მნიშვნელოვანი გადახრა, საჭიროა გამოვარკვიოთ რით არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება მოჰყვეს ამ გადახრას.

I. Liquitidy Ratios -
ლიკვიდობის კოეფიციენტები

ეს მაჩვენებელი გამოხატავს კომპანიის უნარს სწრაფად და დანაკარგის გარეშე დააკმაყოფილოს თავისი მოვალეების მოთხოვნები. არსებობს შემდეგი სახის ლიკვიდობა:

1. აბსოლიტური ლიკვიდობის კოეფიციენტი
ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს თუ მოკლევადიანი ვალდებულებების რა ნაწილი შეიძლება დაფაროს ფულადი (ან მასთან გაიგივებული აქტივები) სახით.

ფულად სახსრებს + მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი
(ალ) = -------------------------------------------------------------------------
მიმდინარე ვალდებულებები

სარეკომენდაციო მაჩვენებელი: 0.2 – 0.5

2. ვადიანი ლიკვიდობის მაჩვენებელი
(Acid test ratio, Quick ratio)

ეს არის საბრუნავი საშუალებების (ფულადი სახსრები, დებიტორული დავალიანება ან მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი) მეტნაკლებად ლიკვიდური სახსრების მოკლევადიან ვალდებულებებთან შეფარდება. როგორც წესი, უცხოელი კონსულტანტებირჩევას იძლევიან, რომ ეს მაჩვენებლები 1-ზე მეტი უნდა იყოს. თუმცა ეს მაჩვენებელი დსთ-ს სივრცეში იშვიათად აჭარბებს 0.7-0.8
კოეფიციენტი კი გაიანგარიშება შემდეგნაირად:

ფულად სახსრებს + მოკლევადიანი ფინანსური დაბანდება + გრძელვადიანი დაბანდება
(ალ) = -------------------------------------------------------------------------
მიმდინარე ვალდებულებები

სარეკომენდაციო მაჩვენებელი: 0.3 – 1

3. მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი
(Current Ratio)

ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს, საკმარისია საწარმოს სახსრები იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი მიმართულ იქნას მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარავად. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ეს ლიკვიდობის კოეფიციენტი უნდა მერყეობდეს ერთსა და ორს შორის. ქვედა ზღვარი განპირობებლია იმით, რომ კომპანიას უნდა გააჩნდეს სულ მცირე საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ გაისტუმროს მოკლევადიანი ვალდებულებები და არ აღმოჩნდეს გაკოტრებულთა რიგებში. არც საბრუნავი საშუალებების რამოდენიმეჯერ სიჭარბეა მოკლევადიან ვალდებულებებთან მიმართებაში კარგის მიმანიშნებელი, ის გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს აქტივების არარაციონალურ განაწილებასთან.
იგი იანგარიშება შემდეგნაირად:

მიმდინარე აქტივები
(ალ) = -------------------------------------------------------------------------
მიმდინარე აქტივები

სარეკომენდაციო მაჩვენებელი: - 1- 2

4. სუფთა საბრუნავი კაპიტალი
(Net working capital)

სუფთა საბრუნავი კაპიტალი აუცილებელია იმისათვის, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს ფინანსური მდგომარეობა და თუ აღნიშნული კაპიტალი სჭარბობს მოკლევადიან ვალდებულებებს, ეს ნიშნავს, რომ მას არამარტო შეუძლია დაფაროს ვალდებულებები, არამედ გააჩნია რეზერვები საქმიანობის გაფართოვებისათვის. მისი ოპტიმალური სიდიდე დამოკიდებულია კომპანიის თავისებურებებზე (მის მასშტაბებზე; გაყიდვების მოცულობაზე; მატერიალური რეზერვების ბრუნვის სიჩქარეზე და დებიტორულ დავალიანებებზე).
იგი იანგარიშება შემდეგნაირად:

(სსკ) = მიმდინარე აქტივებს - მიმდინარე აქტივები

სარეკომენდაციო მაჩვენებელი > 0.

II. Gearing Ratios -
კაპიტალის სტრუქტურის მაჩვენებელი

ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს კომპანიის ფინანსურ რესურსებში საკუთარი და მოზიდული სახსრების თანაფარდობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი წარმოადგენს კრედიტორებისგან ფინანსური დამოუკიდებლობის ხარისხს. კაპიტალის სტრუქტურის შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი თანაფარდობანი:

1. ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტი
(Equity to Total Assets)

გვიჩვენებს ფირმის გარე მსესხებლებზე დამოკიდებულების ხარისხს. ანუ რაც უფრო მცირეა კოეფიციენტის სიდიდე, მით უფრო მეტია რისკი გადახდისუუნარობისა. იგი ასევე გვაფრთხილებს, რომ კომპანია შეიძლება დადგეს ნაღდი ფულის დეფიციტის წინაშე. ფორმულა იანგარიშება შემდეგნაირად:

საკუთარი კაპიტალი
(ფდკ) = -------------------------------------------------------------------------
მთლიანი აქტივები

სარეკომენდაციო მაჩვენებელი 0.5 - 0.8

2. მთლიანი ვალდებულებები მთლიან აქტივებთან
(Total debt to total assets)

კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ კაპიტალში აქტივების რა ნაწილი ფინანსირდება გრძელვადიანი სესხით:

გრძელვადიან ვალდებულებებს + მიმდინარე ვალდებულებები
(მვ)/(მა) = -------------------------------------------------------------------------
მთლიანი აქტივები

სარეკომენდაციო მაჩვენებელი 0.2 - 0.5

3. გრძელვადიანი ვალდებულებები აქტივებთან
(Long-term debt to total assets)

კიდევ ერთი ფორმულა გრძელვადიანი ვალდებულებების წილის დასადგენად:

გრძელვადიან ვალდებულება
(მვ)/(მა) = -------------------------------------------------------------------------
მთლიან აქტივებთან

4. მთლიანი ვალდებულებები საკუთარ კაპიტალთან
(Total debt to equity)

ფინანსური დამოუკიდებლობის კიდევ ერთი მაჩვენებელი:

გრძელვადიან ვალდებულებებს + მიმდინარე ვალდებულებები
(მვ)/(სკ) = -------------------------------------------------------------------------
საკუთარი კაპიტალი

სარეკომენდაციო მაჩვენებელი - 0.25 -1.

5. გრძელვადიანი ვალდებულებები ფიქსირებულ აქტივებთან
(Long-term debt to fixed assets)

იგი გვიჩვენებს თუ, ძირითადი საშუალებების რა ნაწილი ფინანსირდება გრძელვადიანი სესხებით.

გრძელვადიანი ვალდებულებები
(მვ)/(სკ) = -------------------------------------------------------------------------
გრძელვადიანი აქტივები

6. საპროცენტო სარგებლის დაფარვის კოეფიციენტი
(Times interest earned)

ეს გვიჩვენებს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერ გამოიმუშავა კომპანიამ საპროცენტო სარგებლის დასაფარავად საკმარისი მოგება.

მოგება გადასახადებისა და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე
(სსდკ) = -------------------------------------------------------------------------
საპროცენტო სარგებელი

სარეკონდაციო მაჩვენებელი > 1.

III. Profitability Ratios -
რენტაბელობის კოეფიციენტი

1. გაყიდვების რენტაბელობის მაჩვენებელი
(Return on sales), %

სუფთა მოგება
(გრმ) = ---------------------------------------------------------------------*100 %
გაყიდვების რაოდენობა

2. საკუთარი კაპიტალის რენტაბელობის მაჩვენებელი
(Return on shareholder’s equity ), %

იგი  გვიჩვენებს, თუ რამდენი  მოგება მოიტანა მეწილეთა მიერ  ჩადებულმა კაპიტალმა თითოეულ ერთეულზე.

წმინდა მოგება
(სკრმ) = ---------------------------------------------------------------------*100 %
საკუთარი კაპიტალი

3. საკუთარი კაპიტალის რენტაბელობის მაჩვენებელი
(Return on current assets), %

რაც უფრო მეტია ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა, მით უფრო ეფექტურია საბრუნავი საშუალებების გამოყენების ალბათობა.
იგი იანგარიშება შემდეგნაირად:

წმინდა მოგება
(სსრმ) = ---------------------------------------------------------------------*100 %
მიმდინარე აქტივები

4. ფიქსირებული აქტივების რენტაბელობის კოეფიციენტი
(Return on fixed assets), %

აქაც იგივე პრონციპი მოქმედებს, რაც მეტია კოეფიციენტი, მით უფრო მეტად ეფექტურად გამოიყენება ძირითადი საშუალებები.

წმინდა მოგება
(ფარკ) = ---------------------------------------------------------------------*100 %
გრძელვადიანი აქტივები

5. ინვესტიციის რენტაბელობის კოეფიციენტი
(Return on investment), %

იგი გვიჩვენებს, თუ რამდენი ფულადი ერთეულია საჭირო ერთ ერთეულზე მოგების მისაღებად.

წმინდა მოგება
(ფარკ) = ---------------------------------------------------------------------*100 %
საკუთარ კაპიტალს + გრძელვადიანი ვალდებულება

IV. Activity Ratios -
საქმიანი აქტივობის კოეფიციენტი

ეს კოეფიციენტები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ რამდენად ეფექტურად იყენებს წარმოება თავის საკუთარ სახსრებს:

საბრუნავი კაპიტალის ბრუნვადობის კოეფიციენტი
(Net working capital turnover), %

იგი გვიჩვენებს თუ რამდენად ეფექტურად იყენებს კომპანია ინვესტიციას საბრუნავ კაპიტალში და როგორ გავლენას ახდენს ეს გაყიდვებზე. რაც უფრო მეტია ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა, მით უფრო მეტია საბრუნავი კაპიტალის ეფექტურობა.

გაყიდვების წმინდა მოცულობა
(სკბკ) = ---------------------------------------------------------------------
წმინდა საბრუნავი კაპიტალი

იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები