MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

საწრმოს რესურსების მართვის კონცეფცია

საბაზრო გარემოს მზარდი კონკურენცია და გაუთვალისწინებელი ცვლილებები კომპანიებს აიძულებენ ჩაატარონ თავიანთი ბიზნესის ეფექტურობის ყურადღებითი შეფასება და მოძებნონ მწარმოებლობისა და შემოსავლიანობის ზრდის საშუალებები, მათ შორის ერთიან კომპლექსში ტექნოლოგების გადაწყვეტილებების ინტეგრირებული დანერგვის ხარჯზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი წარმოება უნიკალურია თავისი ფინანსური და სამეურნეო საქმიანობებით, მაინც არსებობს მთელი რიგი ამოცანებისა, რომლის გადაჭრაც საერთო პრობლემაა ყველა წარმოებისთვის.

მათ უმთავრესად მიეკუთვნება როგორც მატერიალური და ფინანსური რესურსებისა და გასაღების, ასევე ბევრი სხვა საკითხის მართვა.

სრმ-ის სისტემები უზრუნველყოფენ საწარმოთა, სამრეწველო ფინანსური და კომერციული საქმიანობების ძირეული ასპექტების კომპლექსურ მართვასა და მოიცავენ წარმოების, დაგეგმარების, ფინანსებისა და ბუღალტერიის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, ადამიანური რესურსების მართვის, გასაღების, მარაგების მართვისა და მომსახურეობის გაწევის სფეროების მთელ კომპლექსს.

ასეთი სისტემები კომპანიათა ხელმძღვანელებს უმზადებენ მთლიან და ოპერატიულ საინფორმაციო ბაზას, მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად და ასევე უზრუნველყოფენ მონაცემების ეფექტურ გაცვლას საქმიან პარტნიორებთან.

იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები