MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

სი–ეს–ემ პროგრამირება


საქართველოში, როგორც დღეს მთელ მსოფლიოში, მოსახლეობა თანამედროვე ეპოქის სავიზიტო და ფუნდამენტური ატრიბუტის, კომპიუტერული და ინტერნეტ-ქსელების, დაუღალავი მომხმარებელი გახდა. ეს ტენდენცია და ხასიათი ფართოდ ამკვიდრებს ამ მარტივი და მოსახერხებელი საშუალებებით, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის შეიქმნას ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობები, რისი არაერთი პრეცენდენტი არსებობს.

ჩვენი შემოთავაზება არ წარმოადგენს ნოუ–ჰაუს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისეთი სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს არაერთ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულ მეწარმეს, უნდა ფლობდეს ელექტრონულ ინტერნეტ–საიტს ან პორტალს, რომელშიც დანახული და წარმოდგენილი იქნება მისი შემადგენელი საწარმოო თუ მარკეტინგული სუბიექტების სახეები და მათი რესურსები. ეს თავისთავად გაზრდის მათ მომხმარებელს და ხელს შეუწყობს სავაჭრო კომპლექსის ფართო რეკლამირებას.

ჩვენი კომპანიის კვალიფიციური პროგრამისტებისა და დიზაინ–არქიტექტორების მეშვეობით, გთავაზობთ თქვენთვის ხელსაყრელ პირობებში, მაღალხარისხიანი, დინამიური და ელეგანტური საიტის დამზადებას.

ზოგადი შესაძლებლობები:
  • მართვის პანელი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საიტის შინაარსის და მასზე განთავსებული ინფორმაციის 100%–ის მართვა.
  • დინამიური სანავიგაციო მენიუ, ერთ, ორ ან სამ დონიანი.
  • გვერდების დამატების შესაძლებლობა.
  • ელეგანტური და სრულად მართვადი ფოტოგალერეა და ვიდეოგალერეა.
  • ძიების ფუნქცია, რომლითაც მარტივად ხდება საიტზე სასურველი ინფორმაციის მოძიება.
  • საიტის რუქა, რომელიც გვეხმარება მარტივად დავინახოთ საიტის იერარქიული სტრუქტურა და ასევე ხელს უწყობს საძიებო სისტემებს მასზე განთავსებული ინფორმაციის მოპოვებაში (Google, Yahoo, Bing, Yandex და სხვ.).
  • მომხმარებლების რეგისტრაცია და მათთვის პრივილეგიების მინიჭება.
  • ინტერაქტიული გამოკითხვის შესაძლებლობა.
  • სტუმართა წიგნი.
ჩამოთვლილის გარდა სურვილისამებრ შესაძლებელია დაემატოს სხვა შესაძლებლობებიც.
იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები