კრიტიკული რისკები და პრობლემები
საქმის განვითარებისას წარმოიშვება სიძნელეები და ამიტომ ზოგიერთ საკითხში რისკზე წასვლა გიწევს.
ბიზნეს-გეგმაში უნდა იყოს ასახული ამის შესახებ ინფორმაცია. უნდა იყოს გახსნილი ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება დადგეს პოტენციური ინვესტორის წინაშე. რომლის შემდგომ გამოვლენისას შესაძლებელია ნდობის დარღვევა და ფინანსირების გაუქმება.
პროექტში რისკების განხილვა და განსაზღვრა გამოხატავს ამ პროექტის შემმუშავლებლების კვალიპიკაციის დემონსტრირებას და ამაღლებს ინვესტორების ნდობას. აქედან გამომდინარე იღებ რა ინიციატივას რისკების განსაზღვრაზე, ფირმის ხემძღვანელობა ამით აგებინებს ინვესტორს, თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე და როგორ გადაჭრის ამ სიძნელეებს. ამიტომ მთავარი პრობლემების და სარისკო მომენტების განხილვა და განსაზღვრა ემსახურება პროექტის დახვეწასა და განვითარებას.
მასში უნდა შედიოდეს დარგობრივი სახიფათო სიტუაციების აღწერა გასაღების ბაზარზე, პროექტის საწყის ეტაპზე მისი დაფინანსებისა და ვადების მიმართ.
სარისკო მომენტებიდან შეიძლება განხილულ იქნას:
- კონკუტენტები, რომლებსაც შეუძლიათ ფასის დაწევა.
- ზოგიერთი პოტენციურად არასასიამოვნო საწარმოო ტენდენცია.
- დამუშავებისა და წარმოების გადამეტებული ღირებულება.
- პროდუქციის დანერგვის გრაფიკის შეუსრულებლობა.
- შეფერხება და სიძნელეები, რომელიც წარმოიშვება საჭირო ნედლეულისა და მასალების მიღებისას (მოწოდებისას).
- სიძნელეები რომლებიც წარმოიშვება საჭირო საბანკო კრედიტის მიღებისას.
- გაცილებით მაღალი, ვიდრე იგეგმებოდა, განვითარებისა და დანერგვის ღირებულება, რომელიც გამოწვეულია მომზადებული პერსონალის მოპოვებაზე კონკურენციით.
აქ უნდა იქნას განსაზღვრული, პოტენციური პრობლემებიდან, რომელი უფრო სახიფათოა პროექტისათვის, რომელზეც და რაზეც უნდა იქნას აღწერილი ფირმის წინადადებები ამ ნეგატიური ზეგავლენის და არასასურველი გარემოების მინიმიზაციის შესახებ, პროექტის ყოველ სარისკო ნაწილში.







პეკინის 34