MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

I - ინფორმაცია პროექტის შესახებ

  1. საწარმოს სახელწოდება
  2. ადგილმდებარეობა – (პროექტის განხორციელების გეოგრაფიული მდებარეობა)
  3. პროექტის მიზანი – (პროექტის მთავარი სამოქმედო სფერო)
  4. მოთხოვნილი თანხა

II - მიმდინარე საქმიანობა

  1. რა პროდუქტს ამზადებთ, სად და როგორ ყიდით?
  2. საწარმო ფაქტორები (ნიადაგი, ნედლეული, მანქანა-დანადგარები, საცავი მოწყობილობანი და სხვა აქტივები (საკუთარი და იჯარით აღებული).
  3. საწარმოო გამოცდილება
  4.   ა) გამოცდილება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება პროექტს
      ბ) საწარმოს საკადრო ინფორმაციული სტრუქტურა
      გ) ურთიერთობები მიმწოდებლებთან
      დ) კავშირები კლიენტებთან და ბაზრებთან
      ე) როგორ ხორციელდება გაყიდვები (შუამავლები)

III - მიზნები

  1. რა მიზნის მიღწევა გსურთ.
  2.   ა) ახალი ბიზნესის დაწყება
      ბ) მიმდინარე საქმიანობის გაფართოვება
      გ) პროექტის განხორციელების წინასწარი განრიგი
      დ) გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის         დახასიათება
      ე) საიდან იქნება შეძენილი ძირითადი საშუალება
      ვ) პროდუქტის სახეობა, ხარისხი, შეფუთვის ტიპი და სხვა.
      ზ) რომელი სამიზნე ბაზრებისთვისაა (ექსპორტი)
      თ) პროდუქტის სტიმულირების გზები
      ი) მარკეტინგული ღონისძიებები
      კ) რამდენი ადამიანია დასაქმებული
      ლ) რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

IV - პროდუქტის ბიუჯეტი და მხარეთა შენატანები

  1. კომპანიის საუთარი ფულადი რესურსი
  2. ბანკიდან სესხი
  3. გრანტი
  4. ინვესტიცია

V - ინფორმაცია კომპანიის შესახებ

  1. საწარმოს სახელწოდება
  2. საკუთრების ფორმა
  3. დაარსების თარიღი
  4. მფლობელები
  5. დირექტორი
  6. საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტი ორიენტირებულია მაღალი ღირებულების სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, შემოსავლების შექმნასა და სოფლად დასაქმების შესაძლებლობებზე. აქვს პროდუქტიულობის გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების მიღწევის პოტენციალი. სახავს გრძელვადიან წარმატებულ კომერციულ კავშირებსა და პერსპექტივებს. მკაფიოდ ჩანს, როგორ ამყარებს პროექტი კავშირებს ორგანიზაციებსა და აგრარული ბაზრის სხვა მოქმედ სუბიექტებს შორის, პროექტის ღირებულების გაძლიერების მიზნით.

პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება სავარაუდოდ ... სამუშაო ადგილი (წლიური სავარაუდო ანაზღაურება). პროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა გადამზადებას.

პროექტი აჩვენებს დამატებით ვინ მიიღებს სარგებელს გაყიდვების გაზრდილი მოცულობებისაგან. დაარსდება ახალი საწარმოო საშუალებები, რომლებიც ახალ მიწოდებებს განახორციელებენ.

პროექტი დეტალურად აღწერს მიზნებს და მკაფიოდ ავლენს ხედვას თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული დასახული მიზნები.

პროექტი ავლენს მის თანამრომელთა უნარიანობას თუ რამდენად შესწევს დაგეგმილი ღონისიებების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების შექმნა-შეძენის შესაძლებლობა.

პროექტი გვთავაზობს სრულიად ახალი ბიზნესის დაწყებას, ახალი პროდუქტის დანერგვას, წარმოადგენს ახალ ბაზარზე შესვლის უნარს, ახალი ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას და აჩვენებს თუ როგორ უნდა იყოს ეს ღონისძიებები განხორციელებული და რა გამოცდილება არსებობს ამისთვის.

პროექტი სრულიად და დეტალურად ასახავს განხორციელების სამუშაო გეგმას, რომელიც თითოეული ღონისძიებებისა და ეტაპისათვის დროში გაწერილია. განსაზღვრულია ასევე მარკეტინგული გეგმა, რომელიც შეიცავს - მიმწოდებლების, მყიდველების, დისტრიბუტორების, საცალო და საბითუმო მოვაჭრეთა ქსელის იდენტიფიკაციას ან/და არსებულთა გაფართოებას. პროექტი ავლენს პროდუქტის პოპულარიზაციას იმით, როგორიცაა - სასაქონლო ნიშანდება, შეფუთვა, რეკლამირება და ა.შ.

პროექტში ნათლად და გამჭვირვალედ წარმოდგენილია ბიუჯეტი და საფინანსო დოკუმენტები (მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვები და სახელფასო უწყისები), რომლებიც შესაბამისია კანონმდებლობასთან.

იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები