MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

სი–ეს–ემ ავტოსერვისი

ძვირფასო ავტომფლობელებო!

ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის №27–ში
(დავით აღმაშენებლის ძეგლიდან საბურთალოს მიმართულებით 100 მ-ში), მდებარე ავტო–სერვისში, ჩვენი ჯგუფის მაღალკვალიფიციური ხელოსნებისა და სპეციალისტების მეშვეობით
გთავაზობთ ავტომობილების სარემონტო სამუშაოების შესრულებას.

ჩვენს მომსახურებებში შედის ავტომობილების ყველა ძირითადი სარემონტო სამუშაოების შესრულება,
კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ძრავა, სიჩქარეთა კოლოფი, სავალი ნაწილები, კონდენციონერების დატუმბვა, რადიატორების შეკეთება-დაშტამპვა, სპრისკის გაწმენდა, თუნუქისა და პლასტმასების აღდგენა, საჭის გადატანა, ყველანაირი შედუღება (გაზი, არგონი, კემპი) და ადგილზე საჭირო დეტალების გაჩარხვა-ჩაპრესვა, ვულკანიზაცია და ზეთები გარანტიით.

მოუცლელობის გამო, თუ ვერ ახერხებთ სამუშაო საათებში თქვენი ავტომობილების ავტოსერვისში შესამოწმებლად მიყვანას, ჩვენი ავტო კურიერები, შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, მოახდენენ თქვენი ავტომობილების ავტოსერვისში გადმოყვანას (ევაკუირებას), რომლის დეტალური შემოწმების შემდეგ, წარმოგედგინებათ ინვოისი აღმოჩენილი ხარვეზ(ებ)ის შესახებ ინფორმაციით.

ჩვენს ავტოსერვისში, ავტომობილებზე ჩატარებული ელექტრონულ-კომპიუტერული დიაგნოსტიკის და ტესტ-შემოწმების შედეგად წარმოდგენილ ინვოისში, ასახული იქნება გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვისათვის საჭირო სამუშაოებისა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების ნუსხა და მათი ფასები, რომლის შემდეგ თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები შეასრულებენ ყოველივეს მაღალხარისხიანად უმოკლეს ვადებში და რათქმაუნდა საერთო საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალი ანაზღაურებით. » იხილეთ ჩვენი პრაისლისტი
ავტოსერვისის მომსახურებაში სიახლეა:

ყველა, ვინც გაწევრიანდება ავტოსერვისის მომხმარებლად, მიიღებს ერთჯერად 20%–იან ფასდაკლების ტალონს და მომსახურების 100 ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევაში განვადებით გადასახადის განხორციელების შესაძლებლობას. განვადების შემთხვევაში მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს ღირებულების 40%, ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილდება მისი შეხედულებისამებრ გათვლილი თვეების რაოდენობაზე, რისი დაანგარიშებაც შეგიძლიათ მოახდინოთ განვადების კალკულატორის მეშვეობით.

ავტოსერვისის მომხმარებლად დარეგისტრირება

ჩვენი მიზანია გადავაჭარბოთ თქვენს მოლოდინს.

დ ა გ ვ ე კ ო ნ ტ ა ქ ტ ე თ !
იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები