MyMakler
Allsport
RayLight.ge
Carcom
Dashlilebi

"სი-ეს-ემ ბიზნეს ჯგუფი", სპეციალიზირებული ქართული ბიზნესის ხელშეწყობასა
და განვითარებაზე

ჩვენს შესახებ
"სი-ეს-ემ ბიზნეს ჯგუფი" მუშაობს კონსალტინგის სფეროში, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპანია ინფორმაციას მოიპოვებს და ამუშავებს მაღალკვალიფიციურად, რაც უზრუნველყოფს მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაციის ექსკლუზიურობას.

კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, მოთხოვნილებებს. ახდენს ინფორმაციის დივერსიფიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლამდე.

ჩვენი მისიაა - ჯანსაღი ბიზნესის სივრცის და ინფორმაციული გარემოს შექმნა. ბიზნესის მართვისა და გადამხდელუნარიანობის კვალიფიკაციის ამაღლება.

ჩვენი მიზანია - ხელი შევუწყოთ საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციას. შევქმნათ ჯანსაღი ქართული ბიზნესის იმიჯი. ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვით მოხდეს მათი ინტეგრაცია საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში.

ჩვენი წარმატება იქნება - თუ ქართული ბიზნესი შეძლებს სახელმწიფოს ზედმეტი დახმარებების გარეშე ინტეგრაციას საერთაშოროსო სისტემაში. ქართული ბრენდები იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ქართული კომპანიები და ბიზნეს სივრცე იქნება საინტერესო და მიმზიდველი ინვესტორებისათვის.

რას გთავაზობთ
ყველა იმ მომსახურებათა სპექტრს, რომელიც მთავარ გვერდზეა წარმოდგენილი. ასევე:
- ანალიტიკურ ინფორმაციას ბიზნესის შესახებ. სიახლეებს, ბაზრის კვლევების, ქართული კომპანიების და მათი ფინანსური მაჩვენებლების, ტენდერების, ბიზნეს გეგმების და ბიზნეს წინადადებების შესახებ.
- ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სიახლეების, განვითარების ტენდენციებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაკროეკონომიკა, ფინანსური და შრომის ბაზრები, ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, კანონპროექტების ანალიზის შესახებ.

- მსოფლიო ეკონომიკის სიახლეების, წამყვანი კომპანიების და ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიო ფასებისა და საფონდო ინდექსების შესახებ.

- რეიტინგები, კონკურსები, კონფერენციები, კვლევები, კომენტარები, ოფიციალური სტატისტიკა და სხვ.

ვისთვის ვმუშაობთ
ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, ვინც თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბება-განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ესენი არიან ადამიანები ვინც საკუთარი ინტელექტის, ნიჭის, შრომისმოყვარეობის ხარჯზე ყოველდღიურად ქმნის პროდუქტს, არის წარმატებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ასეთ ადამიანებს "სი-ეს-ემ ბიზნეს ჯგუფი" სთავაზობს თავისი მომსახურებით ინფორმაციას და ტექნოლოგიას, როგორ უნდა გახდნენ კიდევ უფრო წარმატებულები.

ჩვენი აუდიტორიის და მომხმარებლების ბირთვს წარმოადგენს ადამიანები უმაღლესი განათლებით, საშულო ან მაღალი ანაზღაურებით. მათ მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებილი ცხოვრების მიზანი, იციან გზა როგორ მიაღწიონ მიზანს, ანალიზს უკეთებენ რისკებს და ცდილობენ მის მინიმიზაციას.

"სი-ეს-ემ ბიზნეს ჯგუფი" მოიცავს მნიშვნელოვან ბიზნეს აუდიტორიას საქართველოში. გამომდინარე აქედან, ის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა ბიზნეს წინადადებების ან რეკლამის განთავსებისთვის.

დ ა გ ვ ე კ ო ნ ტ ა ქ ტ ე თ !
იმისათვის, რათა დაგიკავშირდნენ პოტენციური
პარტნიორები, გთხოვთ
გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრირებული წევრები